logo
ENG



"თავისუფლებისთვის" - დღეს ოპოზიციის საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართება

26 თებ 202109:25
3 წუთის საკითხავი
 
"თავისუფლებისთვის" - დღეს ოპოზიციის საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართება
ფოტო: ვახო ქარელი

დღეს, 26 თებერვალს 13 საათზე ოპოზიციის საპროტესტო აქცია-მსვლელობა "თავისუფლებისთვის" დაიწყება. ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით დაიწყებენ მსვლელობას. უკვე 15 საათიდან აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს წინ შეიკრიბებიან, სადაც ლიდერები სიტყვით გამოვლენ და სამოქმედო გეგმას გააჟღერებენ.

მათი მოთხოვნებია გათავისუფლდნენ ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელია და მთავარი არხის მეწილე, გიორგი რურუა. ასევე, დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. 

აქციას უერთდებიან რეგიონებიდანაც. ფორმულას კორესპონდენტის ცნობით, აქტივისტები უკვე გამოემართნენ ქუთაისიდან თბილისის მიმართულებით. მისივე თქმით, თბილისში გადმოიტანენ საპროტესტო კარავსაც.

 


close დახურვა